21:07 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-13 09:36:13, 820 ნახვა

სამხედრო
ქართველი ბავშვები ავღანელი პატარებისთვის სათამაშოების გაგზავნას გეგმავენ

ქართველი ბავშვები ავღანელი პატარებისთვის სათამაშოების გაგზავნას გეგმავენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები „ბასტი-ბუბუს“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ესტუმრნენ. ბავშვებმა მათ ავღანეთში გასაგზავნი სათამაშოები გადასცეს.

„ბასტი-ბუბუს“ სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებმა საჩუქრები ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფი IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ჯარისკაცების ინიციატივით შეაგროვეს.

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანელ პატარებს ქართველი ბავშვების მიერ გაგზავნილ სათამაშოებსა და წერილს პირადად გადასცემენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics