2017-06-06 15:51:33, 2043 ნახვა
საზოგადოება რეგიონი
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ არბოში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 39 წლის ნუგზარ ლეჟავა დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში სტუმრად იყო ჩასული.
„ექსპრესნიუსის“ დეტალების გასარკვევად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.
უწყებაში დაკავების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.
"აღნიშნული პირი დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო ორგანიზაციები. აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად მიმდინაროებს მუშოაბა", - აცხადებენ სუს-ში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან