12:14 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 17:13:55, 895 ნახვა

ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 12.4 მლრდ ლარი შეადგინა

საბანკო სექტორში  განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი მარტისათვის 12.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 499.3 მლნ ლარით ანუ 4.2 პროცენტით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე. 
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
"თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 46.3 მლნ ლარით ანუ 0.9 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 453.1 მლნ ლარით ანუ 6.6 პროცენტით.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  თებერვლისათვის 64.70 პროცენტი შეადგინა - 0.72 პროცენტული პუნქტით მეტი პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.6 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.1 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.8 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.5 პროცენტი შეადგინა",-ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics