09:24 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 17:17:07, 1226 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: თუკი ვინმეა დაინტერესებული, რომ საქართველოში მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს, ეს არის ხელისუფლება

თუკი ვინმეა დაინტერესებული, რომ საქართველოში მშვიდობიანი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს, ეს უპირველესად საქართველოს ხელისუფლებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, რა ინფორმაციებიც ვრცელდება, ეს გამოძიებული უნდა იყოს, ჩანაწერების ავთენტურობაც უნდა დადგინდეს, მაგრამ ერთი რამ ცხადია - თუკი ვინმეა დაინტერესებული, რომ საქართველოში მშვიდობიანი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს, ეს არის უპირველესად საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს 4-თვიანი წინასაარჩევნო პერიოდი, უპრცედენტოდ ხანგრძლივი.  ჩვენ მოვიწვიეთ რაც შეიძლებოდა მეტი დამკვირვებელი, რომლებიც აკვირდებიან მთელს წინასაარჩევნო პროცესს. ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის განცხადებით, საქართველოში უპრცედენტოდ მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემოა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics