13:33 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 12:33:53, 467 ნახვა

პოლიტიკა
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე ნარმანიამ გიორგი გურგენიძის კანდიდატურა დაასახელა

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე გიორგი გურგენიძის კანდიდატურა დაასახელა.

როგორც ნარმანიამ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გურგენიძე პროფესიით ბიზნეს ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის მაგისტრია. 2014 წლის სექტემბრიდან ის იყო სოფლის მეურნებობის პროექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, მანამდე კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. გურგენიძე წლების განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე მუშაობდა. 

„მე მჯერა, რომ მისი გამოცდილება ტრანსპორტის და ადმინისტრირების მართვის თვალსაზრისით  თბილისის მერიას მნიშვნელოვნად წაადგება და ის წარმატებულად გაართმევს თავს დედაქალაქის განვითარების ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას“, – აღნიშნა ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics