16:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 11:49:34, 930 ნახვა

ეკონომიკა
სოსო ფხაკაძის შეფასებით, ლარის გაუფასურება საბოლოოდ, შესაძლოა, საწვავის ფასზეც აისახოს

"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტ სოსო ფხაკაძის  შეფასებით, ლარის გაუფასურება საბოლოოდ შესაძლოა, საწვავის ფასზეც აისახოს.
ამის შესახებ ფხაკაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განუცხადა, სადაც ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისა და ეკონომიკური გუნდის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
მისივე შეფასებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება როგორც ბიზნესს, ისე მოქალაქეებს პრობლემას უქმნის და დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ხელისუფლებასთან შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელებენ.
"ლარის კურსის დაცემა ყველასთვის ერთნირად სატკივარია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. ხელისუფლებასთან გვექნება ძალიან ღია საუბარი  და ვფიქრობთ, ერთობლივი ძალისხმევით ამ სიტუაციას რაღაც გამოსავალს მოვუძებნით. დევალვაციის შემთხვევაში, საბოლოოდ ბუნებრივია ფასებზეც აისახება.  სწორედ ამაზე გვექნება დღეს ძალიან ღია და პროფესიული დისკუსია",-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ლარი დასტაბილურდეს, ინვესტიცია ერთ-ერთი, მაგრამ ერთადეთი  გამოსავალი არაა.
"ხელისუფლება მართალია როდესაც ამბობს, რომ ინვესტიცია გამოსავალია, მაგრამ ის არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ გვაქვს რაღაც პროეტქები და ამ თვეში ვაპირებთ რაღაც ინვესტიციები განვახორციელოთ",-აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics