14:55 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 20:19:00, 3440 ნახვა

კულტურა
მადრიდის მუზეუმში დავით აღმაშენებლისა და ლაშა-გიორგის პორტრეტები გამოიფინა

მადრიდის მუზეუმში გიორგი გეგეჭკორის მიერ შესრულებული ორი ქართველი მეფის - დავით აღმაშენებლისა და ლაშა-გიორგის პორტრეტები გამოიფინა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

„საქართველოს მეფეების მედიდური გამოხედვითა და ბრწყინვალე ჩაცმულობით არ შეიძლება არ მოიხიბლო”, - ასე შეაფასა ნამუშევრები გამოფენაზე მისულმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხორხე ფერნანდო დიაზმა და მადლობა გადაუხადა ავტორს ესპანეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის.

ესპანელები ასევე გაეცნენ საქართველოს მრავალსაკუნოვან სამხედრო წარმატებების ისტორიას, რომელიც მადრიდის სანტა ბარბარას სასახლის საგამოფენო დარბაზებში იყო წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე ესპანელი მხატვრის ავგუსტო ფერნანდო დალმაოს ნამუშევრებთან ერთად, გამოფენილი იყო ხელოვნების სასახლის კოლექციაში დაცული გრიგოლ გაგარინის ესკიზები ქართველთა სამხედრო აღკაზმულობის შესახებ, მხატვრების -თინათინ კლდიაშვილისა და ეკატერინე გეგუჩაძის მიერ ქსოვილზე შესრულებული სხვადასხვა საბრძოლო სცენა ქართული მინიატურებიდან, ასევე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ტილოები, რომლებზეც 1918-1921 წლებში მიღვაწე ქართველი გენერლებია წარმოდგენილი.

ესპანელმა მხატვარმა ავგუსტო დალმაომ გამოფენაზე დიდგორის ბრძოლის ქართველი რაინდის პორტრეტი გამოფინა.

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ და ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხორხე ფერნანდო დიაზმა. ქართული ექსპოზიცია მადრიდში ერთ კვირას გაგრძელდება. გამოფენის ორგანიზატორი ჟურნალ „OK“-ს მთავარი რედაქტორი ნინო იოსელიანია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics