19:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 11:00:21, 1064 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორს პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთის სასამართლომ გამოცემა Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი ჯან დიუნდარი სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მას 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე დამნაშავედ ცნეს დიუნდარის კოლეგა ერდემ გიული, რომელსაც სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სტამბოლში სასამართლო პროცესის დაწყებამდე დიუნდარს შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა. მსჯავრდებული არ დაშავებულა, თუმცა ფეხში ჭრილობა მიიღო ჟურნალისტმა, რომელიც პროცესს აშუქებდა. ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელი დააკავეს.

ცნობისთვის, ჯან დიუნდარი და ერდემ გიული 24 ნოემბერს დააკავეს. ჟურნალისტებს ჯაშუშობაში, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებასა და ტერორისტული დაჯგუფების წევრობაში ადანაშაულებდნენ. დიუნდარისა და გიულის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში პირადად პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შეიტანა.

ჟურნალისტები მას შემდეგ დააკავეს, რაც გაზეთ Cumhuriyet-ში 2015 წლის მაისში გამოქვეყნდა 2014 წელს გადაღებული ვიდეო და ფოტოები, რომლებიც თითქოს ამტკიცებს, რომ თურქეთი სირიაში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებას იარაღს აწვდის. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics