21:42 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 15:55:55, 915 ნახვა

რეგიონი
უჩამბაში უფასო სამედიცინო მომსახურება 150 პაციენტს გაეწია

შუახევის მუნიციპალიტეტის უჩამბის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო მომსახურებით 150-მა პაციენტმა ისარგებლა.

სამედიცინო კონსულტაციები და კვლევები შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010-ის“, შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“ და შპს „ქ. ბათუმის სამშობიარო სახლის“ ექიმებმა ჩაატარეს. მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ადგილზე მიეღო ოფთალმოლოგის, ქირურგის, უროლოგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, პედიატრის, გინეკოლოგის და კარდიოლოგის მომსახურება.

მორიგი სამედიცინო აქცია, 16 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ხიხაძირის თემში, შპს „ონკოლოგიური საავადმყოფოს“, შპს “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“, შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“, ქედის მუნიციპალიტეტის მერისის თემში შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ და შუახევის მუნიციპალიტეტის ზამლეთის თემში შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010-ის“, შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“ და შპს „ქ. ბათუმის სამშობიარო სახლის“ ექიმების მიერ ჩატარდება.

აქციები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით და აჭარაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მხარდაჭერით იმართება. უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში ხოლოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია 23 სამედიცინო ბრიგადის გასვლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics