14:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 12:09:57, 1070 ნახვა

მსოფლიო
კანადის ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები გაუმკაცრა

კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გაფართოებულ „შავ სიას“ რუსეთიდან და უკრაინიდან კიდევ 37 ფიზიკური და 17 იურიდიული პირი დაემატა.
ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ხარპერას ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
განცხადების მიხედვით  ცნობილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანადამ აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ კი დონბასში  განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მიიღო.
„ კანადის „შავ სიაში“ მოხვდნენ კომპანია „როსტეხ“-ის გენერალური დირექტორი სერგეი ჩემეზოვი,  რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვი, ბაიკერთა კლუბის “ღამის მგლების“ ლიდერი ალექსანდრ ზალდოსტანოვი, ზედმეტ სახელად „ქირურგი“, ასევე ჟურნალისტი დიმიტრი კიცელევი და სხვა“,-ნათქვამია განცხადებაში
კანადის პრემიერის განცხადებით,  კანადა მხარს უჭერს ურაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს არ აღიარებს რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics