16:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 11:04:31, 850 ნახვა

სამართალი
თბილისის მერიის სამ სამსახურს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური შეამოწმებს

თბილისის მერიის სამ სამსახურს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური შეამოწმებს.  

ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების საქმიანობის შემოწმება და ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარდგენა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შიდა აუდიტის სამსახურს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაავალა.

„ვინაიდან შიდა აუდიტის სამსახური მექვემდებარება მე, როგორც დედაქალაქის მერს, მინდა დავავალო, დავიწყოთ სამი  სამსახურის - ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების საქმიანობის შემოწმება. ძირითადად ეს ეხება დოკუმენტბრუნვას და დავალებების ოპერატიულად შესრულებას. სამსახურები ჩვეულებრივ დადგენილი წესებით და პროცედურებით შემოწმდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

თბილისის მერის თქმით, პერიოდულად მერიის სხვა სამსახურებიც შემოწმდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics