2025-01-31 12:05:32, 858 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის რეგიონებს ისევ დრონებმა შეუტიეს
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის რამდენიმე რეგიონზე. ერთ-ერთი სამიზნე ვოლგოგრადში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.
ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათისთვის ვოლგოგრადის არაერთმა მცხოვრებმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერი აფეთქებები მოხდა ქალაქის იმ რაიონში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ნავთობის საცავი და თბოელექტროსადგური მდებარეობს.
დილის ცხრის ნახევრისთვის ვოლგოგრადის საოლქო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული დრონის ნამსხვრევებმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გამოიწვია ხანძარი, რომელიც „ოპერატიულად ლიკვიდირებულია". ადმინისტრაციის თანახმად, დაშავდა ქარხნის ერთი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,