12:40 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 17:48:08, 1312 ნახვა

რეგიონი
მერია - ქედაში დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

ქედაში დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი გზები 25 მიმართულებითაა გაწმენდილი.

"ამ ეტაპზე სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი გზები 25 მიმართულებითაა გაწმენდილი. ასევე, ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა სასოფლო-საუბნო გზები და საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყერი, გაწმენდილია 50 ლოკაცია. სამუშაოებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ქედის კომუნალურ სერვისის ტექნიკა.

აჭარის გეოლოგიური სამსახურის ორი ჯგუფი და მუნიციპალიტეტის "სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემსწავლელი კომისია" განვითარებული მეწყერის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და ტერიტორიებს მეორე დღეა სწავლობს.

ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.

მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან რომან დავითაძესთან, საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად სოფელ ახოში და ჩეტკიძეებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. ასევე, აჭარის საავტომობილო გზების ქედის განყოფილების უფროსთან გოჩა ბერიძესთან ერთად საავტომობილო გზებზე და საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული ლოკაციები მოინახულა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics