16:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 13:38:14, 1871 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - აჭარაში 4 მლნ-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა და ტურისტული ნაკადების რაოდენობა 4-ჯერ არის გაზრდილი ბოლო 11 წელიწადში

დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ რეგიონის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფუნდამენტური ფაქტორია ტურიზმის სწრაფი აღდგენა.

"გასულ წელთან შედარებით, გვაქვს ტურისტული ნაკადების 25%-ით ზრდა აჭარაში, შესაბამისად, 4 მლნ-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა რეგიონში და ტურისტული ნაკადების რაოდენობა 4-ჯერ არის გაზრდილი ბოლო 11 წელიწადში. ასევე, მდგრადია შემოსავლები ტურიზმიდან, რაც გვაძლევს საშუალებას, ბიუჯეტი დავგეგმოთ იმ ძალისხმევით, ყველა იმ ღონისძიებით, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის, ტურისტული ლოკაციების შექმნას, ტურისტული ატრაქციების მოწყობას. ასევე აღვნიშნავ, რომ მაღალმთიან აჭარაში გვაქვს მნიშვნელოვანი 20%-იანი  ზრდა ტურისტული ნაკადების, შესაბამისად, სწორი მარკეტინგული ძალისხმევით და საიმიჯო ღონისძიებებით შევძლებთ, რომ აჭარა გადავაქციოთ ოთხი სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ტურისტების ვიზიტების რაოდენომა რეგიონში 2012 წლის მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით, ოთხჯერ არის გაზრდილი. ხოლო 9 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 25.3%-ით. მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტებზსე ვიზიტების რაოდენობა კი 20% -ით გაიზარდა.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics