09:11 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 10:33:04, 1014 ნახვა

რეგიონი
ქედაში, რუსთაველის ქუჩა N13 და 15-ში მდებარე ტერიტორიაზე ახალი პარკის მშენებლობა მიმდინარეობს

დაბა ქედაში რუსთაველის ქუჩა N13 და 15-ში მდებარე ტერიტორიაზე ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან და ქედის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ნაზიმ ჩხეიძესთან ერთად ადგილზე მოინახულა.

„პროექტის ფარგლებში მოეწყობა: თანამედროვე ტიპის დეკორაციული სანათები, გამწვანდება უცხოური ჯიშის და დეკორატიული ხემცენარეებით. დამონტაჟდება ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონები და ტრენაჟორები, ასევე სასეირნო და ველობილიკები, დასასვენებელი ფანჩატურები, ტენისის მაგიდები, კალათბურთის და ფეხბურთის მინი მოედანი.

მნიშვნელოვანია, რომ პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისათვის, როგორც დასასვენებელი და სასეირნო ბილიკები, ასევე მოეწყობა ეტლით მოსარგებლე პირებისათვის ადაფტირებული საქანელა.

დაბაში შეიქმნება კიდევ ერთი თანამედროვე ტიპის, ყველა სეგმენტზე გათვლილი დასასვენებელი და გასართობი პარკი, რომელიც მიმზიდველი და კომფორტული იქნება როგორც ადგილობრივი მოქალაქეებისათვის ასევე, ტურისტებისთვის.

სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს ,,მ.მ" აწარმოებს, ხელშეკრულებით - 998 676 ლარი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics