09:12 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 17:43:28, 1062 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - ბათუმის სტადიონი მსოფლიო საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაზეა წარდგენილი, რომელიც რამდენიმე დღეში აშშ-ში გაიმართება

ბათუმმა როგორც ტურისტული, სპორტული, კულტურული და საერთაშორისო ღონისძიებების ქალაქმა 2023 წელს უკვე უმასპინძლა ფარიკაობის მსოფლიო თასს, ევროპის სოფლად ტურიზმის ასამბლეას, საერთაშორისო ტურნირს კონტაქტურ კარატეში,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმში დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები როგორიცაა ბათუმი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება.

„განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ევროპის 21 წლამდელთა ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური მატჩები გაიმართება ბათუმის ახალ სტადიონზე. და ასევე, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება შედეგები ძალიან პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის, უძრავი ქონების, სადაც ბათუმის სტადიონი წარდგენილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ველოდებით შესაბამის შედეგებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

მათივე ცნობით, ბათუმი წელს არაერთი საერთაშორისო ღონიეძიების მასპინძელია. ბათუმში დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები, როგორიცაა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება.

„ასევე, აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონი მსოფლიო დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, სადაც საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. დაჯილდოება რამდენიმე დღეში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე - FIABCI-Georgia2022 წელს საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა, ამჯერად სტადიონი წარდგენილია მსოფლიო ჯილდოზე“,- აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics