20:24 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 16:39:55, 473 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ იანოშ ჰერმანს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები, მათ შორის, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის შესრულების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა და იანოშ ჰერმანმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics