11:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-12 20:17:57, 1074 ნახვა

კომენტარი
ვარლამ გოლეთიანი - ორი პირობა გვქონდა, ნაწილი ამ პირობებისა შეთანხმდა

„ორი პირობა გვქონდა, ნაწილი ამ პირობებისა შეთანხმდა“, - ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეები დაკავებული „რიონის ხოების მცველების“ გათავისუფლებაზეც შეთანხმდნენ.

 „ორი პირობა გვქონდა, რომ აღებულიყო ბარიკადები და შეწყვეტილიყო სამუშაოები. ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ნაწილი ამ პირობებისა, შეთანხმდა.

ვგულისხმობ ბარიკადების აღებას, საპოლიციო ძალების გასვლას და ჩვენი პროტესტის დაბრუნებას პროტესტის ადგილზე, სადაც აქამდე იყო.

ასევე, ვგულისხმობ მონიტორინგს ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ იქ გადავინაცვლებთ, საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია რა ხდება ხეობაში.

ასევე დადგა დაკავებული ბიჭების, ჩვენი თანამებრძოლების საკითხი. პროკურატურის მისამართით იქნება მოწოდება, რომ უნდა იქნან გათავისუფლები ჩვენი თანამებრძოლები, მათ შორის სამინისტრომაც ჩაინიშნა ეს საკითხი.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პოტენციური დაკავების საკითხი, რაზე გვაქვს ინფორმაცია. ამ ნაწილშიც დავაყენეთ საკითხი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი უნდა შეწყდეს, რომ პროცესმა გადაინაცვლოს დიალოგის მშვიდობიან ფორმატში.

ასევე შევთანხმდით, რომ თუ ეს პირობები რომელიც დადგა შემდეგ პარასკევამდე შესრულდება, ისევ შევიკრიბებით და დადგება შემდგომი პირობის განხილვის საკითხი, რაც გულისხმობს უშუალოდ ხეობაში მუშა პროცესის შეჩერებას“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics