06:33 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-05 20:51:36, 1162 ნახვა

კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდაზე - შეიძლება, სასამართლოც შეცდეს, მაგრამ გზა ეს არის, ვიდავოთ სასამართლოში

„შეიძლება, სასამართლოც შეცდეს, მაგრამ გზა ეს არის, ვიდავოთ სასამართლოში“, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პანსიონში სოციალური მუშაკები ამ დრომდე რჩებიან.

„პირველ რიგში, უნდა ვნახოთ ეს გადაწყვეტილება და გავარკვიოთ, ეს ყველაფერი.

წინასწარ რა უნდა გითხრათ. მე სულ იმას ვამბობ, სამართლებრივ სახელმწიფოში რამდენად ვცხოვრობთ, ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ მე მინდა, ვცხოვრობდეთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც სასამართლო გადაწყვეტს დავას და ქუჩაში ძალადობრივად არ გადაწყდება საკითხი.

სასამართლომ გადაწყვიტოს. შეიძლება, სასამართლოც შეცდეს, არაფერი არ უშლის ამას ხელს, მაგრამ გზა ეს არის, ვიდავოთ სასამართლოში. ორი დღე ვიმუშავეთ ბავშვთა სახლში და ჩვენი კომისია აგრძელებს მუშაობას იმ ბავშვებთანაც, ვინც უკვე წამოიყვანეს იქიდან სასამართლოს გადაწყვეტილებამდე.

როგორც გავიგე, ახლა კარგ პირობებში არიან და კარგი სპეციალისტები მუშაობენ ამ ბავშვებთან.

ახლა პანსიონში არიან ბავშვები, ვისაც იქ ყოფნა უნდა. რადგან არსებობდა საზოგადოებრივი ეჭვები, თითქოს იქ შესვლის საშუალება არ იყო, ახლა იქ საკმარისი რაოდენობის სოციალური მუშაკები არიან“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics