|
2021-06-01 13:46:21, 409 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ჩვენ გავრისკეთ, რომ წამოგვეწყო ეს მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის
„ჩვენ გავრისკეთ, რომ წამოგვეწყო ეს მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, რეფორმის დაწყებამდე კონსულტაციები უცხოელ სპეციალისტებთან გაიარეს. „როდესაც ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ ამ რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გვქონდა უცხოელ სპეციალისტებთან. პირველი კითხვა, რაც დასვეს, იყო, თუ ვიყავით მზად იმისთვის, რომ ეს რეფორმა განგვეხორციელებინა, რადგან მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ რეფორმის განხორციელებას შეიძლება მოჰყოლოდა მოქალაქეების გარკვეული ჯგუფების განაწყენება. მეორე კითხვა იყო, თუ ვიყავით მზად იმისთვის, რომ რეფორმის განხორციელების დროს პოლიტიკა არ შემოგვეტანა. როდესაც პოლიტიკა შემოდის ასეთი გადაწყვეტილებების დროს, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ხდება უკან დახევა, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და გადავდგით ეს ნაბიჯი. გავრისკეთ, რომ წამოგვეწყო ეს მნიშვნელოვანი რეფორმა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „„მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ჩვენ, პირადად მე, ჩემი თანაგუნდელები ამ მხარდაჭერას ვგრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასაფასებელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული, ყველაზე მწვანე იყოს, გამართული ინფრასტრუქტურით, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, არაფერს დავაკლებთ ამ ქალაქს, რომ ეს მიმართულებები მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)