13:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-07 13:25:04, 4645 ნახვა

Lifestyle
დაშორება გარდაუვალია-კიმ კარდაშიანი კანიე უესტს შორდება

კიმ კარდაშიანი და რეპერი კანიე უესტი 6 წლიანი ერთობლივი ცხოვრების დასასრულებას განქორწინებით შეეცდებიან. 
უესტს და კარდაშიანს 4 საერთო ბავში ჰყავთ-უფროსი ქალიშვილი ნორტი 7 წლის, ვაჟი სეინი 6 წლის, ჩიკაგო - 3-ის, ხოლო უმცროსი ფსალმა წლინახევრისაა.
"კიმმა ცნობილი ადვოკატი ლაურა უესერი აიყვანა, სწორედ ის ეცდება ამ სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარებას",-წერს COSMOPOLITAN წყვილთან დაახლოვებულ წყაროზე დაყრდნობით.
დეკემბერში კიმი პაპარაცებმა რამდენჯერმე ნიშნობის ბეჭდის გარეშე დააფიქსირეს , ხოლო ტრადიციულ საშობაო სურათებზე ტვ-შოუების ვარსკვლავი მხოლოდ ბავშვების  და დედის გარემოცვაშია აღბეჭდილი.
Page Six წერს, რომ კანიე საკუთარ სახლში ვაშინგტონში მარტო იმყოფება.
ინსაიდერების მტკიცებით განქორწინების მთავარი პრობლემა კოლაბასასეში მდებარე მდიდრული სასახლე გახდება, რომელიც წყვილმა 2 წლის წინ 60 მილიონ დოლარად შეიძინა.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics