14:14 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 22:34:10, 860 ნახვა

ირაკლი კობახიძე მელიას - ჩემთვის არ დაურეკავს, ეტყობა გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის

„ჩემთვის არ დაურეკავს, ეტყობა გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონებში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, 24 უბნის მონაცემებია შემოსული.

"როგორც ხედავთ, ოთხივე შემთხვევაში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში. ეს არის პირველი მონაცემები, რომელიც არის შემოსული 24 უბნიდან. ჯერჯერობით, 24 უბნის მონაცემებია შემოსული.

ტენდენცია გამოკვეთილია, რომ რეგიონებში დამაჯერებლად, პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები.

თბილისის არცერთი უბანი, ჯერ ჯერობით დათვლილი არ არის და, შესაბამისად, მონაცემები არ არის შემოსული,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიასთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა, რომ ნიკა მელიას მისთვის არ დაურეკავს, რადგან საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის.

რომ გაემარჯვა დარეკავდა, მაგრამ ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა. ის რომ ყოფილიყო კაცი, თავიდანვე იტყოდა, რომ მაგალითად, წაგების შემთხვევაში დატოვებდა მანდატს, მაგრამ ვერ გაბედა, რადგან იცოდა, რომ წააგებდა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics