22:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 17:36:18, 778 ნახვა

პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი ათი საარჩევნო უბანი (ორი საარჩევნო უბანი N8 დაწესებულებაში, ერთი უბანი N12-N16 დაწესებულებებში, ერთი უბანი N17 დაწესებულებაში, ერთი უბანი N5-N6 დაწესებულებებში, ერთი უბანი N15 დაწესებულებაში, ერთი უბანი N10 დაწესებულებაში, ერთი უბანი N14 დაწესებულებაში, ერთი უბანი N2 დაწესებულებაში, ერთი უბანი N3 დაწესებულებაში) 08:00 საათზე გაიხსნა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს. საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ის მოსამსახურეები, რომელთაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლიათ, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი საარჩევნო უბნების მეშვეობით.

 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 9 ოქტომბრის №43/2020 დადგენილებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის განსაზღვრულია ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები და დადგენილია შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური წესები და შესაბამისად, საარჩევნო პროცესი პენიტენციურ დაწესებულებებში მოცემული წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics