|
2019-02-20 14:38:19, 4475 ნახვა
Lifestyle
კარლ ლაგერფელდის კატა, მისი ქონების ნაწილის მემკვიდრეა
მოდელიერი კარლ ლაგერფელდი 19 თებერვალს ონკოლოგიური დაავადების გამო გარდაიცვალა. მას შვილები არ ჰყავდა და მისი ქონების ბედი დღემდე უცნობი იყო. დიზაინერის იურისტის განცხადებით, ლაგერფელდმა საკუთარი ქონების ნაწილი მის კატას შუპეტს დაუტოვა. Le Figaro წერს, რომ მაღალი მოდის ოსტატი ბოლო წლებში თავს მიტოვებულად გრძნობდა და მის მარტოობას მხოლოდ კატა ამრავალფეროვნებდა. იმავე იურისტისგან ჟურნალისტებმა გაიგეს, რომ ლაგერფელდმა დაკრძალვას კრემაციის ცერემონია ამჯობინა და დაიბარა მისი და დედამისის ფერფლი ერთად შეინახონ. კატა შუპეტი მოდელიერის მტკიცებით მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი არსება იყო დედამიწაზე და ის "მის (კატის) სიკვდილს ვერ გადაიტანდა". შუპეტს საბანკო ანგარიშზე სოლუდური თანხა გააჩნია, ის ცნობილ მოდელებთან ერთად "მუშაობდა", აგრეთვე კატას საკუთარი გვერდი აქვს სოც.ქსელ "ინსტაგრამზე".
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)