2015-04-09 10:11:09, 542 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გიორგი მარგველაშვილი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მეუღლესთან ერთად მივიდა.
„1989 წელს აქ დაღვრილი პატრიოტების უმანკო სისხლი 25 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში გამოიხატა. ბუნებრივია, ჩვენ ყოველ წელს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ იცავდნენ ჩვენს მომავალ სახელმწიფოებრიობას და ბუნებრივია მადლობას ვეუბნებით მათ ღვაწლისთვის, რამაც დამოუკიდებლობა მოგვიტანა. საქართველოს პრეზიდენტმა მაშინ ეს აქტი სწორედ ამ ტრაგიკულ მოვლენებს დაუკავშირა, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ძალიან რთულ და მნიშვნელოვან გზას“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან