12:46 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 14:28:02, 1172 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თეა წულუკიანი: ოკუპაციის კანონი ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია და ის უნდა არსებობდეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის არსებობა აუცილებელია.

თუმცა, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, კანონი ზოგიერთ მუხლში გაუმჯობესებას საჭიროებს.

„ის, რომ ოკუპაციის კანონი ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია და  ის უნდა არსებობდეს, ეს არის ფაქტი. ჩვენი მთავრობა ამას მხარს უჭერს და  არსებობს მოსაზრებები, თითქოს საპირისპირო, მაგრამ ეს ვერ იქნება გაზიარებული. რაც შეეხება თვითონ არსებული კანონის დახვეწას, მეც ბევრჯერ მითქვამს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი ზოგიერთ მუხლში საჭიროებს გაუმჯობესებას, იმისთვის, რომ, სხვებს შორის, ადამიანის უფლებები უკეთესად იყოს დაცული და ხალხებს შორის ურთიერთობები იყოს გაადვილებული, რადგან ჩვენ ერთ დღეს, როდესაც დაგვიდგება დრო, რომ უნდა გავაერთიანოთ საქართველო, ტერიტორიები უნდა გაერთიანდეს, არ უნდა  დაგვავიწყდეს, რომ ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს ხალხი და ჩვენ, პირველ რიგში, ხალხი უნდა დავიბრუნოთ, მასთან ურთიერთობები აღვადგინოთ  და ამაში  კანონმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics