11:40 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-23 10:31:44, 1099 ნახვა

სამხედრო
ქართული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთო

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ქვედანაყოფი მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას უკვე სრული მასშტაბით დაიწყებს. 

ასეულის მისიის გადაბარების საზეიმო ცერემონია დედაქალაქ ქაბულში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლობის შტაბში გაიმართა. ღონისძიებას ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე და "RS"-ის შტაბბინის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. შესრულდა საქართველოს, აშშ-სა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ჰიმნები. გაძლიერებული ასეულის მეთაურმა კაპიტანმა გიორგი ჯალაღონიამ მისია ოფიციალურად ორეგონის შტატის ეროვნული გვარდიის 1/82 კავალერიული პოლკის პირველი ესკადრონის მეთაურისგან გადაიბარა.

ქართველი სამხედროები "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ. 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მთავარი ამოცანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე "მტკიცე მხარდაჭერის" (RS-HQ) მისიის შტაბის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics