2016-11-24 15:11:58, 1095 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გაგრძელდება
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გაგრძელდება.
ამის შესახებ მან მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.
„სერვისების სოფლად გატანა გაგრძელდება, თუმცა, იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რომელიც პარლამენტში შემოვა, ალბათ, იუსტიციის სამინისტრო მასშტაბურ მშენებლობებს ვეღარ გააგრძელებს; მაგრამ ჩვენ ვეცდებით, სოფლებში მაინც გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, რადგან სოფელს სჭირდება მიხედვა; რადგან მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ იყოს სახელმწიფო სერვისები. ერთს ვიტყვი მხოლოდ − ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ 30-ზე მეტი საზოგადოებრივი ცენტრი სოფლებში ავაშენეთ და გავხსენით", − განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან