2016-11-24 14:24:34, 1132 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი ენმ-ს: გილოცავთ, რომ გაემიჯნეთ მავანს, რომელიც საქართველოსთან გვირაბის მეშვეობით კავშირის დამყარებას აპირებდა
„გილოცავთ, რომ გაემიჯნეთ მავანს, რომელიც საქართველოსთან გვირაბის მეშვეობით აპირებდა კავშირის დამყარებას“,-ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში კომიტეტების რამდენიმე გაერთიანებულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
„პირველ რიგში მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქ წარმოდგენილი წევრების გადაწყვეტილებას, რომ შემოსულიყვნენ საქართველოს პარლამენტში. ეს არ იყო ის რაც მოვისმინე არჩევნების ღამეს ცესკოსთან გამართულ ომახიან მიტინგზე. გილოცავთ ამ გადაწყვეტილებას და გილოცავთ, რომ გაემიჯნეთ მავანს, რომელიც აპირებდა გვირაბის მეშვეობით საქართველოსთან კავშირის დამყარებას“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან