10:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 11:36:34, 1121 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თეა წულუკიანი: საქართველოში ტურისტებს საფრთხე არ ემუქრებათ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  ტურიზმის ფედერალური სააგენტო „როსტურიზმის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის მოუწოდებს რუსულ ტურ ოპერატორებს, ტურების გაყიდვისას რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მათთვის „არსებული  საფრთხეების“ შესახებ აცნობონ.

წულუკიანის თქმით, საქართველო მსოფლიოში  ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა:

„ჩვენ ყველა საერთაშორისო ინდექსით აღიარებული ვართ, როგორც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, მოწინავე რიგებში მყოფი ქვეყანა, სადაც ტურისტებს არ ემუქრება  საფრთხე და ის უსაფრთხოდ შეიძლება ისვენებდეს, ატარებდეს დროს და ამას აჩვენებს დიდი რიცხვი, მათ შორის  რუსეთიდან მომდინარე ტურისტების, რომელიც ყოველ წელს გვყავს და უფრო და უფრო მზარდია. ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც შეიძლება ამგვარ ინფორმაციას გაეცეს“,-განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics