2016-09-02 19:00:03, 1029 ნახვა
სხვადასხვა
კომპანია Samsung-მა სმარტფონ Galaxy Note 7-ის წარმოება შეაჩერა
კომპანია Samsung-მა სმარტფონ Galaxy Note 7-ის წარმოება შეაჩერა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული სმარტფონი გაყიდვაში აგვისტოს თვეში შევიდა, თუმცა ტელეფონის დატენვის პროცესში აალების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Galaxy Note 7-ის უკვე გაყიდულ ტელეფონს უკან გამოითხოვს.
როგორც მედია საშუალება წერს, სმარტფონების გამოთხოვა რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდება. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სმარტფონს დამატებითი მოკვლევა ჩაუტარდება.
BBC-ის ცნობით, აღნიშNული ინციდენტის შემდეგ კომპანიის აქციებმა 2%-ით იკლო.
მედიის ინფორმაციით, სმარტფონის ელემენტი დატენვის დროს უბრალოდ აალდა ან აფეთქდა. სოციალურ ქსელებში შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალა უკვე გავრცელდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან