2016-08-05 13:57:29, 831 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს რაშად ისმაილოვს შეხვდა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მათივე ინფორმაციით, პატარაძემ და რაშად ისმაილოვმა აჭარის რეგიონსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს დაუთმეს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული მეგობარი ქვეყანაა. აზერბაიჯანი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული სამიზნე ქვეყანაა, სადაც სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს. აზერბაიჯანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მუდმუვად მზარდია.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან