15:03 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 12:09:24, 1099 ნახვა

კომენტარი
ხადური: ახლა ისე, როგორც არასდროს, თურქეთს სჭირდება ჩვენი, ყველას თანადგომა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„შემძრა თურქეთში მომხდარმა საშინელმა ტერაქტმა. ყოვლად დაუშვებელია, ადამიანების სიცოცხლე ეწირებოდეს ტერორისტების უაზრო და ყოვლად გაუმართლებელ ქმედებებს. ვიზიარებ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების, თურქი ხალხის მწუხარებას. ახლა ისე, როგორც არასდროს, თურქეთს სჭირდება ჩვენი, ყველას თანადგომა. იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცივილიზებული სამყაროს თანადგომით აღვკვეთთ ტერორისტულ აქტებს და დავამარცხებთ ამ ბოროტებას!“, - აცხადებს ხადური.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მშვიდობით არიან დაბინავებულნი. ნოდარ ხადური სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულს ირაკლი ასაშვილს და საკონსულოს თითოეულ თანამშრომელს კრიზისულ სიტუაციაში გამართულად მუშაობისთვის მადლობას უხდის.

„თუ არის ვინმე, ვინც სტამბოლში იმყოფება და საკონსულოსთან კონტაქტზე ჯერ კიდევ არ გასულა, გთხოვთ, დაუკავშირდით შემდეგ ნომერზე: +90 (541) 818 44 00", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics