23:11 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 12:36:14, 520 ნახვა

საზოგადოება
სანოტარო მომსახურება კიდევ ორ საზოგადოებრივ ცენტრში დაიწყო

საზოგადოებრივ ცენტრებში სანოტარო მომსახურებას უკვე სოფლების, მეჯვრისხევისა (გორი რაიონი) და მუხაესტატეს (ქობულეთის რაიონი) მოსახლეობაც იღებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, მეჯვრისხევის მცხოვრებლებს ნოტარიუსი კვირაში ერთხელ, სამშაბათობით ემსახურება, მუხაესტატეს მოსახლეობას - ხუთშაბათობით.

სანოტარო სერვისებით სარგებლობა სულ სამ საზოგადოებრივ ცენტრშია შესაძლებელი. გასულ კვირას ნოტარიუსმა საქმიანობა სოფელ ყვარელწყალში (ახმეტის რაიონი) არსებულ საზოგადოებრივ ცენტრში დაიწყო.

საზოგადოებრივ ცენტრებში მოქალაქეები ნებისმიერი სანოტარო სერვისით შეუფერხებლად სარგებლობენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაწყებული პროექტი - „ნოტარიუსი საქართველოს ყველა რაიონს“, მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება და სანოტარო მომსახურება საქართველოს ნებისმიერი რაიონისა და სოფლის მოსახლეობისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics