13:58 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 11:01:40, 1054 ნახვა

კომენტარი
ლაჰიუ ე.წ. კაბელების საქმეზე: ჩვენი კითხვები კანონებს ეხება, რომელიც არა პროკურატურის, არამედ პარლამენტის საქმეა

ყველაზე მეტი კითხვა, რაც ჩვენ გვაქვს, კანონებს ეხება, რომელიც არა პროკურატურის, არამედ პარლამენტის საქმეა, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ პროკურატურაში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

ლაჰიუ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და საქმის პროკურორებს შეხვდა, სადაც მათ ე.წ. კაბელების საქმის დეტალები გააცნეს.

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა პროკურატურასთან. აღსანიშნავია მათი მეთოდოლოგია და ეს კარგი ნიშანია, რადგან ისინი ყურადღებით იცავენ სამართლებრივ პროცედურებს. ყველაზე მეტი კითხვა, რაც ჩვენ გვაქვს, კანონებს ეხება, რომელიც არა პროკურატურის, არამედ პარლამენტის საქმეა, თუ როგორ ხდება კანონის ინტერპრეტაცია და ასევე სისტემას, რომელმაც დახმარება უნდა აღმოუჩინოს პროკურატურას“,-აღნიშნა ლაჰიუმ.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ ე.წ. კაბელების საქმეზე მთავარ პროკურატურაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics