2016-04-30 14:00:33, 1204 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში აფეთქებას 17 ადამიანი შეეწირა, 40-ზე მეტი დაშავდა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40-ზე მეტი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო განთავსებული. აფეთქება ქალაქ ნაჰრავანის ხალხმრავალ ბაზართან მოხდა.
მედიის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ისლამური სახელმწიფო“ დარტყმებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირად ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ბაღდადში 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
აღსანიშნვია, რომ მედია საშუალებები მომხდარტან დაკავშირებიტ სხვადასხვა ვერსიებს ავრცელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა გზის ნაპირთან იყო დამონტაჟებული, მეორე ვერსიით კი ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან