20:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-30 11:03:31, 1884 ნახვა

ეკონომიკა
სემეკი დღეს გადაწყვეტს გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია

დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ელექტროენერგიის ტარიფს დაადგენს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

კომისიის სხდომის დღის წესრიგში განსახილველ საკითხებს შორის სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვის" და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისთვის“ ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფების დადგენა შედის.

ცნობისთვის, აქამდე სემეკის მიერ დროებით დადგენილი ტარიფები მოქმედებდა. მარეგულირებელ კომისიას დენის ტარიფი 2025 წლის დეკემბერში უნდა გადაეხედა.

ელექტროენერგიის ტარიფებს ბოლოს სემეკმა 2023 წელს გადახედა. მაშინ არსებული ტარიფი როგორც ბიზნესისთვის ისე საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 3 თეთრით შემცირდა. აქამდე 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი 15 თეთრი იყო, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის 19 თეთრი, ხოლო 301 კილოვატზე მეტს ვინც მოიხმარს - 23.5 თეთრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics