19:23 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 16:01:56, 19013 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს. მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (СГБ) ცნობით, დე ფაქტო უწყებამ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტთან ერთად, გამოავლინა "სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის არხი", რის შედეგადაც დააკავა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ორი ჯგუფი.

"ერთ ჯგუფში თურქეთის ორი მოქალაქეა: 1997 წელს დაბადებული სელჩუკ გურენი, რომელიც ოპერატიული მონაცემების თანახმად, ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნის ქვეშაა თურქეთში წარსულში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისთვის და 2001 წელს დაბადებული დოგან ბერსანი, რომელიც ასევე მკვლელობისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იძებნება". - წერია განცხადებაში.

ასევე, დე ფაქტო უწყების ცნობით, 26 მაისს დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქეები: 1974 წელს დაბადებული ჰასან აზიზოვი და 1990 წელს დაბადებული ნამაზ თაჰმაზლი.

ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის მოქალაქეებმა "საქართველოს ტერიტორიაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმალვა სცადეს".

მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო უწყებამ დაკავებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მათ "საზღვრის უკანონო კვეთის" გამო, სავარაუდოდ, 2-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics