23:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-15 15:41:00, 732 ნახვა

რეგიონი
DEUTSCHE WELLE ბათუმზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

საერთაშორისო ტელეკომპანია DEUTSCHE WELLE აჭარის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, სტატიაში საუბარია ბათუმში მიმდინარე სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე, საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებაზე.

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოში მოგზაურობა დროში მოგზაურობას ჰგავს. და სწორედ აქ, ისტორიისა და კულტურის ამ აკვანში ყალიბდება სპორტისა და თავგადასავლების ახალი ცენტრი ბათუმი“,- წერს DEUTSCHE WELLE.

ბათუმზე საუბრისას ხაზგასმულია ის საერთაშორისო სპორტულ-კულტურული ღონისძიებები, რომლებსაც ბათუმი წლის განმავლობაში მასპინძლობს. ასევე, მთიანი აჭარის ეკოტურისტული და სათავგადასავლო ტურისტული შესაძლებლობები.

„თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საქართველოს ცნობილი სტუმართმოყვარეობა, ხაზს უსვამს ბათუმის პოტენციალს უმასპინძლოს გლობალურ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს, რაც მას მიმზიდველ ადგილად აქცევს მრავალი დამთვალიერებლისთვის“.

წელს, DEUTSCHE WELLE -ს ეთერში ასევე, მიმდინარეობდა ერთთვიანი სატელევიზიო რეკლამა, რომლის შედეგადაც რეგიონის და ზოგადად, საქართველოს შესახებ ინფორმაციას 190 ქვეყნის მილიონობით მაყურებელი ეცნობოდა. ტელევიზიის სოციალურ გვერდებზე კი „ალი და ნინოს“ შესახებ დადებულ რილს მილიონობით გამომწერის გამოხმაურება მოჰყვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო, პრესტიჟულ ტელეკომპანიებთან წლებია აქტიურად თანამშრომლობს.

სტატია იხილეთ:  https://www.dw.com/en/europes-best-kept-secret-for-adventure-batumi/a-69358963





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics