10:40 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-06 15:32:29, 2098 ნახვა

სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების 93-მა კურსდამთავრებულმა სამხედრო ფიცი დადო.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფიცის დადების ცერემონიალი ხერთვისის ისტორიული ციხე-სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ კურსდამთავრებულებს სამხედრო კარიერული წარმატებები უსურვა. მან წარჩინებულ კურსდამთავრებულებსა და ინსტრუქტორებს „საპატიო სიგელები“ გადასცა. 

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. ხუთი კვირის განმავლობაში იუნკერებმა სამხედრო მოსამსახურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განავითარეს. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics