15:36 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 12:30:50, 993 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ბიძინა ივანიშვილს დაკითხავს

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს დაკითხავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა „არგუმენტი"  ავრცელებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი გამოცემასთან საუბარში აცხადებს, ივანიშვილს პროკურატურა იური ვაზაგაშვილის საქმეზე რამდენიმე დღეში დაკითხავს.

 „ივანიშვილს დაკითხავენ ან ამ კვირის ბოლოსთვის, ან შემდეგი კვირის დასაწყისში. ჯერ თარიღი პროკურატურას არ აქვს დაზუსტებული. როგორც გავიგე, დაკითხვის მიზანი არა რაიმე ინფორმაციის მიღება, არამედ ჩვეულებრივი პიარის გაკეთებაა, თითქოსდა ეს ხელისუფლება დემოკრატიულია და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს დაკითხვაზე იბარებს. მოგეხსენებათ, მის დაკითხვაზე დაბარებას დიდი რეზონანსი მოჰყვება ქართულ და არამხოლოდ ქართულ მედია საშუალებებში“, - აცხადებს წყარო „არგუმენტთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილის დაღუპვის  შემდეგ,  ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ იური ვაზაგაშვილს გარდაცვალებიდან  რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და იგი ითხოვდა იმ თანამდებობის პირების გადაყენებას, რომლებიც მისი შვილის მკვლელობაში არიან გარეული. 

ივანიშვილის თქმით, იური ვაზაგაშვილი ამბობდა, რომ უკრაინაში გამოჩნდა მოწმე, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებს და ამით ძალიან გახარებული იყო. 

"ძალიან ვინერვიულე, ისეთი დეტალები მითხრა, აქეთ მამშვიდებდა. რამდენიმე დღეში კიდევ უნდა შევხვედროდი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics