12:06 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 10:01:56, 1784 ნახვა

კომენტარი
კახა კახიშვილი - ომში რომ ჩავერთოთ მივიღებთ ქვეყნის განადგურებას, დღეს ამაზე საუბარი ამორალურია

ომში რომ ჩავერთოთ მივიღებთ ქვეყნის განადგურებას, დღეს ამაზე საუბარი ამორალურია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ასეთი რაღაცეებზე ფიქრის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ არაერთხელ გამოვიარეთ ეს უბედურება, 90-იან წლებში, 2008 წელს, ძალიან კარგად ვიცით რას ნიშნავს ეს სიტყვა. დღესაც გვყავს დევნილები, ადამიანები, რომლებიც წამოსულები არიან საკუთარი სახლებდან. ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე გაწირა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა Postv-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან სამწუხაროდ ძალიან ბევრი კატაკლიზმა განიცადა ჩვენმა ქვეყანამ.

კითხეთ  უკრაინელებს, ეს ომი უნდოდათ? რაც ტრიალებს, ჯოჯოხეთი, ფართომასშტაბიანი ომი,  როდესაც პატარა ბავშვები ღუპებიან, ეს არის ტრაგედია, რომელიც გაყვება ადამიანებს საუკუნეების მანძილზე. ამიტომ, დღეს ამაზე საუბარი ამორალურია. ძლივს ქვეყანა ფეხზე დადგა, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან სამწუხაროდ ძალიან ბევრი კატაკლიზმა განიცადა ჩვენმა ქვეყანამ, ქარცეცხლში გავიარეთ, მეტნაკლებად მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მართალია პანდემიები, სოციალურ პრობლემებს სერიოზულად შეეტყო და ახლა კიდე ასეთი არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, თუ ვინმეს არ გამოუცდია, ჩვენ გამოვცადეთ“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics