2015-02-03 14:18:41, 627 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ ავდალიანს დღეს დაკრძალავენ
საქართველოს პარლამენტის წევრს თამაზ ავდალიანს დღეს დაკრძალავენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები ავდალიანის ოჯახს სამძიმარს კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.
თამაზ ავდალიანი 1964 წლის 16 სექტემბერს ქალაქ თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის განხრით. 1991-2006 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 2006-2012 წლებში საქმიანობა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ განაგრძო.
2012 წლიდან, თამაზ ავდალიანი, საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ პარტიული სიით, მე-8 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. იგი ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 30 იანვარს გარდაიცვალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან