2021-06-12 22:02:07, 4263 ნახვა
სპორტი
UEFA : კრისტიან ერიქსენის მდგომარეობა სტაბილურია, ის კლინიკაშია გადაყვანილი
„კრისტიან ერიქსენის მდგომარეობა სტაბილურია, ის კლინიკაშია გადაყვანილი“, - ამის შესახებ UEFA-მა ინფორმაცია სოცალურ ქსელში გაავრცელა.
მათივე ინფორმაციით, ფინეთი-დანიის მატჩის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეწყდა, დღესვე ცნობილი იქნება.
შეგახსენებთ, რომ დანიის ნაკრების ფეხბურთელი, კრისტიან ერიქსენი თამაშის მიმდინარეობისას მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, მან გონება დაკარგა, რის გამოთაც მას მოედანზევე ხელოვნური სუნთქვის ჩატარება დასჭირდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,