2020-04-17 15:08:33, 20129 ნახვა
ომი უკრაინაში
მღვდელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ბოლნისის სიონში მსახურობს
კორონავირუსი დაუდგინდა ბოლნისში ერთ-ერთ სასულიერო პირს. წინასწარი ინფორმაციით, ის სიონის ტაძრის მღვდელია.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მედიას უთხრა, რომ ტაძარში მსახურება მრევლის გარეშე მიმდინარეობს და სასულიერო პირს მრევლთან კონტაქტი არ ჰქონია.
"ერთი ფაქტი არის სასულიერო პირთან დადასტურებული შემთხვევა. იქ საკარანტინე რეჟიმი დიდი ხანია გავრცელებულია. იქ, სადაც მოღვაწეობს სასულიერო პირი, მრევლი არ დადის და წირვა ლოცვა მრევლის გარეშე ხორციელდება", - თქვა რეხვიაშვილმა.
მედიის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი ბოლნისის სიონის ტაძარში მსახურობს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 79 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. 3 პაციენტი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,