10:29 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 12:21:02, 2368 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკმა“ მომხმარებელს ახალი მაღალტექნოლოგიური ინტერნეტ ბანკი iVTB შესთავაზა

„ვითიბი ბანკმა“ მომხმარებელს ახალი მაღალტექნოლოგიური ინტერნეტ ბანკი iVTB შესთავაზა.

ახალი ინტერნეტ ბანკის გამოყენებით შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საკუთარი ანგარიშების დისტანციურად მართვა,  გადარიცხვების წარმოება, ამომწურავი ინფორმაციის მიღება სესხებზე და დეპოზიტებზე,  კომუნალური და სხვა მომსახურების საფასურის გადახდა, რეგულარული და ავტომატური გადახდის დავალების შექმნა, ასევე გადახდის კალათების შექმნა და მათი შემადგენლობის ინდივიდუალურად დაპროექტება,  საბანკო პროდუქტების შეკვეთა და ბანკში საკრედიტო განაცხადების გაგზავნა, Drag and Drop ფუნქციით მთავარ გვერდზე  მარტივად და ოპერატიულად  სასურველი ოპერაციის განხორციელება.

iVTB-ს დამატებითი ფუნქციონალის დახმარებით შესაძლებელია: ბანკთან მიმოწერა,  ვალუტის გაცვლით კურსებს ნახვა, კონკრეტული მომხარებლისთვის განკუთვნილი შეთავაზებების გაცნობა, ინფორმაციული sms შეტყობინებების მიღების მართვა და სხვა მრავალი შესაძლებლობა, რომელიც დისტანციურად, პრექტიკულად სრული საბანკო მომსახურების მიღებას უზრუნველყოფს.

iVTB-ს მომხმარებლის სახელისა და პაროლის მიღება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

ბანკის  ქოლ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია დისტანციურადაც: ბანკის ცხელ ხაზზე დარეკვით ან iVTB-ის ავტორიზაციის გვერდიდან: www.ivtb.ge

ინტერნეტ ბანკის რეგისტრაცია და მომსახურება უფასოა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics