18:35 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 12:21:25, 1238 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში ბანკები მთელი კვირის განმავლობაში დახურული იქნება

საბერძნეთის მთავრობამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანკები ქვეყანაში მთელი კვირის განმავლობაში დახურული იქნება.

ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი არამდგრადი ფინანსური სისტემის დასაცავად გადაიდგა.  მოქალაქეებს ბანკომატიდან მაქსიმუმ 60 ევროს გამოტანის შესაძლებლობა ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის მთავრობა ვალდებულია, საერთაშორისო კრედიტორებს ხვალამდე 1,6 მილიარდი ევრო გადაუხადოს. თუ საბერძნეთმა აღნიშნული პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო, მას დეფოლტი და, სავარაუდოდ, ევროზონის დატოვება ემუქრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics