2015-06-23 15:23:38, 686 ნახვა
ეკონომიკა
მეჭიაური: არამგონია ბიუჯეტის კორექტირების პროცესი დაგვიანებული იყოს
„არა მგონია, რომ ბიუჯეტის კორექტირების პროცესი დაგვიანებული იყოს“,-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.
მისი თქმით, შემოსვლების გეგმა შესრულებული იყო და ბიუჯეტში ფულის ხარჯვის პრობლემა იყო.
„6 მილიონით შემცირდა პარლამენტის ბიუჯეტი და შევდივართ წინადადებით, რომ კიდევ ერთი მილიონი გადაირიცხოს მთავრობის სარეზერვო ფონდში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. 4, 5 მილიონი ლარი დააკლდა არაფინანსური აქტივების ზრდას და მილიონ ნახევრით შემცირდა შრომის ანაზღაურება. არა მგონია, რომ ბიუჯეტის კორექტირების პროცესი დაგვიანებული იყოს“,-განაცხადა მეჭიაურმა.
ამასთან, როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ის ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ციფრებს ჯერჯერობით არ იცნობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან