12:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 17:44:56, 1147 ნახვა

სხვადასხვა
მაკარტნის კონცერტზე ცოლ-ქმარი საქართველოს დროშით სცენაზე ავიდა და პოლი თბილისში დაპატიჟეს

7 ივნისს ამსტერდამში Ziggo Dome-ის არენაზე გამართულ პოლ მაკარტნის კონცერტზე დარბაზში მყოფი ერთ-ერთი ცოლ-ქმარი საქართველოს დროშით სცენაზე ავიდა. მამაკაცმა განაცხადა, რომ მას ვალენტინ სულაბერიძე ჰქვია, ქალმა კი თქვა, რომ ისინი ერთმანეთს მოსკოვში მაკარტნის კონცერტზე შეხვდნენ. „ჩემს მომავალ ქმარს თქვენს კონცერტზე შევხვდი მოსკოვში და ძალიან ბედნიერი ვარ“, - აღნიშნა ქალმა, რომელსაც ოლგა ჰქვია. სცენაზე ატანილ საქართველოს დროშაზე შემდეგი წარწერა იყო - „პოლ, ჩამოდი საქართველოში ან ჩვენს დროშაზე ავტოგრაფი მაინც დატოვე“. პოლ მაკარტნიმ დროშაზე საკუთარი ავტოგრაფი დატოვა. მომღერალმა ხელი სცენაზე ასული ქალის მკლავზეც მოაწერა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics