13:37 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 10:01:43, 903 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს რესტორან „ქართულ სახლში“ შეხვდა.

ღარიბაშვილს  შეხვედრასთან დაკავშირებით  მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის განცხადებით,  პრემიერთან შეხვედრა აჭარის რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო.

ამასთან, როგორც ბერიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე პრემიერთან  კანონპროექტი განიხილეს, რომელიც აჭარაში  ადგილობრივებისთვის მიწების გადაცემასა და დაკანონებას გულისხმობს.

"აჭარის უმაღლესი საბჭო შეეცადა, გადაეჭრა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის მიწების საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ უკვე მივიღეთ შესაბამისი კანონპროექტი, წარმოვადგიენთ საქართველოს პარლამენტში და ახლა  პრემიერს და პარლამენტს ვთხოვთ ამ კანონპროექტის მხარდაჭერას. ამ კანონის მიღებით თითქმის ოცი ათასი ოჯახი აჭარაში მიიღებს მიწებს," - განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics